ბენზემა კარიერის შემდეგ რეალში დაბრუნდება და სამუშაოსაც მიიღებს

1 week ago 8

როგორც Relevo-მ დაწერა, საუდის არაბეთში მოთამაშე კარიმ ბენზემას სურვილია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მადრიდის რეალში დაბრუნდეს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს საყვარელ კლუბში მუშაობა სურს, იმ კლუბში, სადაც ბენზემამ 14 წელი გაატარა!

კარიმ ბენზემა მადრიდელებისთვის მართლაც დიდი ფიგურაა. შესაძლოა, ადრინდელ პერიოდში მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა ბენზემა დროთა განმავლობაში საკმაოდ დაღვინდა, საოცარი სეზონები ერთმანეთს მიაწყო და ოქროს ბურთსაც დაეუფლა.

კარიმი ახლა 37 წლისაა და ალ იტიჰადში თამაშობს.

სრულად წაკითხვა