„ბენზინი არ არის“ - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის გასამართ სადგურებზე სრული დეფიციტია

3 weeks ago 38

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში, სადაც შავ ზღვაზე რუსეთის უმსხვილესი პორტი და სამხედრო ფლოტის მთავარი ბაზაა, ბენზინი აღარ არის.

ქალაქის მართვის მუნიციპალურმა ცენტრმა ადგილობრივ მოსახლეობას 3 ივლისს სოციალური ქსელებით შეატყობინა, რომ „ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი არ არის“.

ბენზინის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ბარათებით კომუნალური სამსახურების, სამედიცინო დაწესებულებების, სამაშველო სამსახურის და პირველადი საჭიროების პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ავტოტრანსპორტისთვის.

ნოვოროსიისკში იწურება დიზელის საწვავის რაოდენობაც და 3 ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ რვა გასამართ სადგურზე იყო დარჩენილი.

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების ინტენსიური დარტყმების შედეგად, ივნისიდან რუსეთის რეგიონებში საწვავის მწვავე ნაკლებობას განიცდიან.

რუსეთის ოლქებში ბენზინის და დიზელის საწვავი ან ლიმიტირებულად იყიდება, ან საერთოდ, არ არის. სრული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა ანექსირებული ყირიმიც.

სრულად წაკითხვა