ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს

1 hour ago 1

1

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ბერა ივანიშვილზე დაწერილი Facebook პოსტის გამო სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ვიდეოს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ივნისს 13:00 საათზე ჩიანიშნა.

“შსს-ს შედგენილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 166-ე მუხლის პირველი ნაწილით. შინაარსი, რაც წერია ოქმში, ეს ეხება Facebook პოსტს – 2026 წლის 15 ივნისს დაწერეთ შეურაცხმყოფელი ტექსტი ბერა ივანიშვილის მისამართით. 

სხდომა გაიმართება 30 ივნისს 13:00 საათზე. დავით მაკარაძე არის მოსამართლე. თბილისის საქალაქო სასამართლო მე-9 დარბაზი,” – უთხრეს ნატა ფერაძეს სატელეფონო საუბრის დროს. 

სრულად წაკითხვა