WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

51

გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, ტვ პირველთან, ამბობს:

მე რა მიკვირს, იცით? აი, როგორ შეიძლება, რომ ბავშვს ნათლავდე, იდგე ეკლესიაში, ლოცვას ისმენდე, ხდებოდე ჯერ ნათლია და მერე ხდებოდეთ მტრები? აი, მართლა ვერ წარმომიდგენია. აი, ეს ადამიანები იქ აღდგომას და შობას რომ დადგებიან…

ღარიბაშვილის შვილის ნათლია არის ბერა. ღარიბაშვილი და ბერა და ბიძინას ოჯახი ნათესაური კავშირით არიან გადაბმულები. რამდენი ფოტო გვაქვს ნანახი ბერას და ღარიბაშვილის სანთლებით ხელში. აი, ეს უღმერთო ხალხი მართლა, აი, უსამშობლოები ეგენი არიან, ის ბავშვები კი არა, გულანთებულები რუსთაველზე რომ დგანან და ქვეყნის მომავალს რომ იცავენ.

 ბერას მინდა მივმართო, რომ აი, დღეს რომ დადის გაურკვეველ რაღაცა შავი სამყაროს ტიპებთან ერთად და ეს ყველაფერი რომ უხარია, როდესაც ღარიბაშვილი ესეთ მძიმე ცუდ მდგომარეობაში არის, დრო მოვა, ბერა, პირდაპირ შენ მოგმართავ, რომ ზუსტად ეგ კრიმინალური ავტორიტეტები დღეს რომ ტაშს გიკრავენ და თვალებში შემოგციცინებენ, ზუსტად ეგ ადამიანები დაიწყებენ შენზე ნადირობას. გადახედე წარსულს და ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს საქართველოში მსგავსი და არც შენა ხარ გამონაკლისი, რომ შენც იგივე არ დაგემართოს.

“სულელური გადახრები და სტუმრების სია” – რატომ ეშინია ივანიშვილს ღარიბაშვილის და რას ვერ გაუბედავს კობახიძეს? – გიორგი მუხიგულაშვილი