დღეს, 24 ნოემბერს, დილით ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი WizzAir-ის თვითმფრინავი დედაქალაქში ავარიულად დაეშვა. მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის ცუდად გახდომაა.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ქუთაისი-ბერლინის მგზავრებს თბილისიდან ქუთაისში გადაიყვანენ და სასტუმროებში გადაანაწილებენ. ფრენა ხვალ, 25 ნოემბერს შესრულდება.
„ვიზეარი“ ქუთაისიდან ორი სიხშირით ასრულებს ფრენებს ქუთაისი-ბერლინი-ქუთაისის მიმართულებით. მგზავრები, რომლებიც დღეს მოფრინავდნენ ბერლინიდან ხვალ წამოიყვანენ.
რადიო თავისუფლება სხვა დეტალების გარკვევას ცდილობს.
radiotavisupleba ახალი ამბები
ფორუმი