გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ოფისის წინ აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტების ჯგუფი აქციას მართავს, რომლის მიზანია აზერბაიჯანში დაპატიმრებული 9 ჟურნალისტისა და 6 მორწმუნე ქალის გათავისუფლების მოთხოვნა. ინფორმაცის meydan.tv ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ამ დაკავებების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.
გამოცემასთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორხან აღაევმა განაცხადა, რომ მან და სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს.
meydan.tv-ს ცნობივე, პროტესტს ასევე შეუერთდნენ მუსლიმთა ერთიანობის მოძრაობის ევროპული წარმომადგენლობის წევრები და რამდენიმე სხვა პოლიტიკური აქტივისტი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 25 ივნისამდე გაგრძელდება.

2 days ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·