რამდენიმე საათის წინ დასრულდა ევრობასკეტის მე-2 ტურის შეხვედრა, სადაც იტალიამ საქართველო 78:62 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი ქართველმა კალათბურთელმა, ბექა ბურჯანაძემ გააკეთა:
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, უბრალოდ იმიტომ, რომ წავაგეთ. თან 16 ქულის სხვაობით. თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ერთიანობა უჩვენა. მესამე პერიოდში თამაშს ვიგებდით, მაგრამ რაღაც გარემოებების (რომელზეც ახლა ხმამაღლა არ ვიტყვი) გამო იტალიის ნაკრებს დიდი გაქცევა ჰქონდა, რის შემდეგაც თამაში ვეღარ შემოვაბრუნეთ.
შესაძლოა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად კორექტულად ვთქვა: მსაჯობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს.
ჩვენ ვიცით აქ რისთვის ვართ, რა მიზანი გვაქვს და ვიბრძოლებთ სისხლის ბოლო წვეთამდე.
- თქვა ბექამ.