ბექა ჯაიანის სკანდალური ჩვენება: მკვლელის შოკისმომგვრელი აღიარება, რომელიც სასამართლოში ახლა გამოაქვეყნეს!

1 day ago 5

[კე­სა­რი­ამ] მა­ღი­ა­რეო, მი­თხრა. ვუ­თხა­რი და­ვი­შა­ლოთ, მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოა, ამას ვერ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. მე­ო­რე დღი­დან და­ი­წყო ისე­თი ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და… გან­ვიზ­რა­ხე, მო­მეკ­ლა, – ამის შე­სა­ხებ 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

პრო­კუ­რო­რი გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მო­ნი­ტორ­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აქ­ვეყ­ნებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ბექა ჯა­ი­ა­ნი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ფა­რუ­ლად ჰყავს ჩა­წე­რი­ლი, სა­დაც ის მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს, ამას­თან დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ტრანსგენ­დე­რი ქა­ლი­სა და მისი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

  • ამა­ვე ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა, რომ ჯა­ი­ან­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ოჯა­ხის წევ­რებს, რო­გორც ეკა, ასე გა­აც­ნო. ჯა­ი­ა­ნის თქმით­ვე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ხდე­ბო­და რო­გორც მისი, ასე­ვე კე­სა­რი­ას მხრი­დან.

“ყვე­ლას­თან ვცდი­ლობ­დი კარ­გად და­მე­ხა­სი­ა­თე­ბი­ნა, სა­ნამ ჩემს მი­მართ ასე­თი გუ­ლით იყო… პირ­ვე­ლად იმი­ტომ აი­რია[ურ­თი­ერ­თო­ბა], გერ­მა­ნი­ი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, უსამ­სა­ხუ­როდ ვი­ყა­ვი, როცა ფული გა­მო­მე­ლია, კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. რომ დავ­შორ­დი გა­ბო­როტ­და…. ზონ­დე­რი­აო, სხვას და­ა­დე­ბი­ნა ფოტო… მერე შევ­რიგ­დით“, – აცხა­დებს ჯა­ი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა­ში.

ამას­თან, გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო კე­სა­რია აბ­რა­მი­ძემ ტვი­ნის შერ­ყე­ვა, ჯა­ი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ ეს „ჭი­და­ო­ბის დროს, თა­ვი­სით მოხ­და“.

“და­მირ­ტყამს, მაგ­რამ მაგ დროს ვჭი­და­ობ­დით, შე­მო­მარ­ტყა და წო­ნას­წო­რო­ბა ვერ და­იც­ვა, გა­და­ვარ­და. თა­ვი­სიც და­ე­ცა, მე მი­ვიყ­ვა­ნე [სა­ა­ვად­მყო­ფო­ში], მე წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ჩე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მომ­ხდა­რა… 1 კვი­რა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მა­ღი­ა­რეო, მი­თხრა. ვუ­თხა­რი და­ვი­შა­ლოთ, მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოა, ამას ვერ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. მე­ო­რე დღი­დან და­ი­წყო ისე­თი ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და…“, – აღ­ნიშ­ნავს ჯა­ი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის დღეს, ის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს:

“აფ­თი­აქ­ში შე­ვე­დი, წნე­ვის დამ­წე­ვე­ბი ვი­ყი­დე, მეც რომ და­მე­ლია, გამ­ბე­და­ო­ბა არ მეყო, რომ გად­მოვმხტა­რი­ყა­ვი… ცი­ვად შე­ვე­დი, ლა­პა­რა­კი და­ვუ­წყე, რომ შევ­ხე­დე, ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და. რა­ტომ იქ­ცე­ვი ასე-მეთ­ქი, ვკი­თხე…და­ვარ­ტყი. დანა ვი­ყი­დე ჩემი სამ­სა­ხუ­რის წინ, მიც­კე­ვიჩ­ზე“, – აცხა­დებს ჯა­ი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა­ში.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, თუ რამ­დენ­ჯერ და­არ­ტყა დანა, ის პა­სუ­ხობს, რომ „აფექ­ტში იყო და არ ახ­სოვს“.

ამ წუ­თებ­ში, ჯა­ი­ან­სა და აბ­რა­მი­ძეს შო­რის არ­სე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რებს იკ­ვლე­ვენ. ერთ-ერთ ჩა­ნა­წერ­ში კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ჯა­ი­ა­ნას ეუბ­ნე­ბა, რომ მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ტო­ვოს, რად­გან „კას­ტე­ტით“ ცემა.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სრულად წაკითხვა