ბექაური ტატამზე ბრუნდება - სად იასპარეზებს ქართველი სულ მალე?

5 hours ago 3

ორი გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტატამს პარიზის ოლიმპიადის შემდეგ პირველად დაუბრუნდება. 18 მაისს იგი ესპანეთში, ბენიდრომის ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზებს, რომელიც მისთვის მსოფლიო ჩემპიონატამდე მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს ნაკრებიდან აღნიშნულ ტურნირზე მხოლოდ ბექაური მიემგზავრება. მისი მთავარი მიზანი ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიო პირველობისთვის საუკეთესო ფორმაში შესვლაა, სადაც ბექაური ოქროს მედლის მოპოვებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ლაშა ბექაურმა გამოტოვა – მაშინ სპორტსმენი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებოდა და ფიზიკურ ფორმაზე მუშაობას დაუთმო დრო. ახლა კი, მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე, ესპანური ტურნირით საკუთარი ძალების შეფასებას გეგმავს.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

სრულად წაკითხვა