“ბზარები სისტემის შიგნით არის” – გიორგი ვაშაძე

1 month ago 6

სააგენტო "პარალელი"
“ბზარები სისტემის შიგნით არის” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ტვ ,,ფორმულას” ეთერში, გადაცემაში ,,პოლიტიკის ფორმულა” შეფასებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სცენარით შესაძლოა წარიმართოს ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა:

,,ბზარები სისტემის შიგნით არის. არის შაიშმელაშვილის, საპატრულო პოლიციის სხვა წარმომადგენლების თუ სხვა სისტემის, მაგრამ შევაფასოთ მეორე და მესამე სცენარი. მეორე სცენარი არის, როდესაც ინიშნება არჩევნები და კვლავ იღებს ,,ქართული ოცნება” მონაწილეობას ამ არჩევნებში. მესამე სცენარი არის, უბრალოდ ჩამოიშლებიან და გარბიან.

მესამე სცენარი ჩვენც ეკონომიკურად ძალიან ძვირი დაგვიჯდება. იმიტომ, რომ მძიმედ აისახება მოქალაქეებზე. მე ამიტომ მათაც ვეუბნები, ,,ქართულ ოცნებას” – თქვენთვისაც უკეთესი სცენარი არის მეორე სცენარი იმიტომ, რომ არ გაგივათ, არც ერთ შემთხვევაში, რომ ამ ქვეყანაში როგორც თქვენ გინდათ, ისე იყოს. იმდენად გაიშალა პროტესტი, იმდენად ფართო წრე ადამიანების არის ჩართული, რომ აქ, ფაქტობრივად, მე ვერც კი ვუშვებ იმის ალბათობას, რომ რამენაირად ,,ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი, მეტი სანქციები ანუ მეტი მხარდაჭერა საერთაშორისო მეგობრების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ბზარები სისტემის შიგნით არის” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

სრულად წაკითხვა