ბითაძის 23 წუთი - ორლანდო დეტროიტთან დამარცხდა

2 days ago 3

NBA-ში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა მორიგი მატჩი სტუმრად დეტროიტ პისტონსთან ჩაატარა და 96:105 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა. გოგამ თამაშიდან 8-ჯერ ისროლა, საიდანაც 3 ტყორცნა ზუსტი იყო, ასევე 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

24 ქულით ორლანდოს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი ჯეილენ საგსი გახლდათ, 21 ქულა ჰქონდა კენტავიუს კალდველ-პოუპს.

ორლანდო მეჯიქს 20 გამარჯვება და 15 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

სრულად წაკითხვა