მედიაში საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
"Panenka"-ს ცნობით, ქართველით ლისაბონის "სპორტინგი" ინტერესდება.
ქოჩორას ტრანსფერი 2024 წლის ზაფხულშიც აქტუალური იყო, თუმცა მომავალ ზაფხულს ალბათ გარდაუვალი იქნება.
გიორგის ბევრი მსურველი ჰყავს, მათ რიგებს კი პორტუგალიური გრანდიც შეუერთდა.