WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“, – წერს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

დღეს სასულიერო პირები განცხადებებით გამოეხმაურნენ ლაშა ნაცვლიშვილის კომენტარს, რომელიც მან მიტროპოლიტ იობის კრიტიკულ ქადაგებაზე გააკეთა. კერძოდ, მან დაწერა:

„იობ ტვაიუ მაწ რა… (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, – დაწერა მანამდე ლაშა ნაცვლიშვილმა.

მარნეულის ეპისკოპოსმა გიორგი დღეს განაცხადა, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში.

„მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს,საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს“, – აცხადებს წმინდა სინოდის წევრი, მარნუელისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

საკითხზე „ტვ პირველთან“ ისაუბრა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, მისი აზრითაც, ლაშა ნაცვლიშვილმა აღსარება უნდა თქვას.

რაც შეეხება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს, მისი განცხადებით:

„მეუფე იობის ქადაგების შემდეგ, ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“.

ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო „ქართული ოცნების“ მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ის „ქართული ოცნების“, პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა წლების განმავლობაში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. მისი ოპონენტების ინფორმაციით, ის მართავს “ქართული ოცნების” ფეისბუკ-ტროლს “ქეთევან მიქიაშვილს”, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.


10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

ამ კრიტიკულ ქადაგებას გამოხმაურებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“: