გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ყოფილი ბუღალტერი, რომელიც 2022 წელს ბიუჯეტის ფულის მითვისების ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ამინისტიით დატოვა.
“ექვს წლამდე ჰქონდა მისჯილი და როგორც ჩანს, შეიწყალეს და გამოუშვეს”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ბუღალტერის გათავისუფლების ფაქტი დასტურდება მის მიერვე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით.
“ადამიანს შეიძლება დავიწყდეს თავისი მძიმე დღეები, მაგრამ არასდროს ავიწყდება ვინ შეუმსუბუქა ის დღეების მას”, – დაწერა იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მან ფეიქსბუქზე.
ყოფილი ბუღალტერი ლ.წ. 2022 წელს სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ დააკავეს. მას ბრალი ბიუჯეტის ფულის გაფლანგვისთვის და მითვისებისთვის წარუდგინეს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული ბიურო აწარმოებდა და ამბობდა, რომ ბუღლატერს გორის ბიუჯეტიდან 143 985 ლარი ჰქონდა მითვისებული.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა საახალწლოდ ჯამში 613 მსჯავრდებული შეიწყალა.