პარტიების აკრძალვის თემას მწვავე შეფასებებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია:
“პარტიების აკრძალვა არის უმძიმესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ეს ბევრად მძიმე ამბავია ვიდრე არასამთავრობების დაყადაღება-გაჩერება-გაკოტრება. ამაზე ხუმრობაც კი არ შეიძლება, იმდენად შავბნელი მოვლენაა.
ცხადია, ბიძინა ივანიშვილი ვერც პარტიების აკრძალვით მოკლავს პოლიტიკურ პროცესს და ვერ პოლიტიკოსების დაჭერით. სანამ პირში სული გვიდგას თავისუფალ ადამიანებს, იქამდე იცოცხლებს პოლიტიკა.
ბიძინა თავს იტყუებს მხოლოდ, ის პოლიტიკას ვერ აკრძალავს თავისუფალი ხალხის ქვეყანაში, მაშინ უკლებლუვ ყველა ქართველი უნდა აქციოს მონად – რაც შეუძლებელია.
ტრაგედიაა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და ამ მწარე სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ ხალხმა, მათ შორის ბიძინას ამომრჩეველმა.
არავის უნდა ერთპარტიული საქართველო!
“ქართული ოცნების” ამომრჩეველსაც არ სურს ერთპარტიული საქართველო, მათ გამარჯვებული პარტია სურთ და არა დიქტატორის პარტია – სრულიად დარწმუნებული ვარ. ერთპარტიული დიქტატურა ქართველი ხალხისთვის მიუღებელი მოვლენაა“, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა