ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა, ამჯერად გაიცანით საქართველოს ფლორის წარმომადგენელი ძმერხლი (Ruscus Hypophyllum L)
🟢❓ იცით თუ არა, რომ ძმერხლი ჩვენი ტყეების ძალიან საინტერესო და უნიკალური მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც სულ რაღაც 60 სანტიმეტრამდე იზრდება?
ერთი შეხედვით, ის მწვანე ფოთლოვანი მცენარე გგონიათ, მაგრამ რეალურად ეს ფოთლისმაგვარი ტოტებია, თავად ნამდვილი ფოთლები კი პატარა ქერქლებადაა ქცეული, რომელთა ქვეშაც მისი მომწვანო-მოთეთრო ყვავილები და შემდეგ მრგვალი, ლამაზი წითელი კენკრა ნაყოფი ვითარდება. ეს მცენარე ძირითადად დასავლეთ საქართველოს ნესტიან ტყეებში, ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე ხარობს, აღმოსავლეთ საქართველოში კი იშვიათია და მხოლოდ ბორჯომის ხეობაშია აღწერილი.
გარდა იმისა, რომ ხასხასა მწვანე ფერის გამო მას ხშირად გამწვანებისთვის იყენებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ძმერხლის გვარის წარმომადგენლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვთ და მათი აქტიური ნივთიერებები ფარმაკოლოგიაში აქტიურად გამოიყენება.
paraleli პოლიტიკა