WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას მძიმე მოლოდინებზე აკეთებს მინიშნებას “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა კობახიძე და საზოგადოებას 25 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს:

“პარტიების აკრძალვა მხოლოდ დასაწყისია.

წინასწარ იცოდეთ, ყველაფერი, რაც დღეს წარმოუდგენლად გეჩვენებათ, ხვალ იქნება რეალობა.

1. Facebook-ზე წვდომის შეზღუდვა;
2. პოლიტიკური კონტენტის შემქმნელი ბლოგერებისა და ინფლუენსერების კარზე დაკაკუნება;
3. საერთაშორისო მედიაზე შეზღუდვების დაწესება;
4. კრიტიკული ტელევიზიებისა და ონლაინგამოცემების დახურვა.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკური ველის გაწმენდის შემდეგ მისთვის გზა გაიხსნება და ბიძინას სისტემურ ოპოზიციად მოგვევლინება, მწარედ ცდება.

ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიის თამაშს აღარ აპირებს. ერთპარტიულ დიქტატურას სისტემური ოპოზიცია არ სჭირდება. მას სჭირდება მორჩილება და არა პოლიტიკური კონკურენცია.

სწორედ ამიტომ, „ინჯიები“ პარტიებში შეიწოვა და არ დატოვებდა ცალკე. ვერც ე.წ. „ახალი ძალები“ შეინარჩუნებენ პოლიტიკურ მომავალს მხოლოდ იმ იმედით, რომ ქოცებისთვის მისაღებად მოიქცევიან.

ახლა ვინც ტელეეთერებიდან ან დახურული შეხვედრებიდან უგზავნით მესიჯს, რომ თქვენ ჭკვიანად მოიქცევით და „საბოტაჟებს“ არ მოაწყობთ, უნდა გახსოვდეთ, ბიძინას არაფერში არ სჭირდებით, სხვა ტიპის მმართველობა აქვს გეგმაში და ტაქტიკურ უკან დახევაშიც კი თქვენ მაინც არ გენდობათ. ბოლო-ბოლო, ჯონდი ბაღათურიას დაუძახებს ოპოზიციად ))

მაგრამ დიქტატორებისთვის საკმარისი არ არის კუდის ქიცინი საბოლოოდ, ის მონურ მორჩილებას მოითხოვს.

ამიტომ დღეს მთავარი არა პოლიტიკური კონკურენციის მოლოდინია, არამედ წინააღმდეგობაა.

ბიძინა ივანიშვილს უკან დაახევინებს მხოლოდ საზოგადოების მასშტაბური პროტესტი და ბევრი ადამიანი ქუჩაში. ამიტომ:

ხვალ, 19:00 საათზე — თსუ-სთან.

საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს!” – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.