23 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 24 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, სექტემბრში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე, რაც ოქტომბერშიც გაგრძელდა.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, შემდეგ კი ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით, თვის ბოლოსკენ ისევ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, თუმცა ოქტომბერი სტაბილური კურსით დაიწყო, გამყარების დინამიკით და ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის:
20 ოქტემბერი – 2.5979;
21 ოქტემბერი – 2.5978;
22 ოქტემბერი – 2.5976;
23 ოქტემბერი – 2.5973.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0002 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.5971 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ევროსთან მიმართებით ლარი სექტემბრის დასაწყისში მცირე რყევებით დასტაბილურდა, შემდეგ კი სტაბილურობასთან ერთად ძირითადად სახეზეა დინამიური გამყარება. ოქტომბერში კი სახეზეა დინამიური გაუფასურება სერიოზული რყევებით, თუმცა ბოლო დღეებში ლარი ისევ გამყარდა და ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
20 ოქტემბერი – 2.9128;
21 ოქტემბერი – 2.9127;
22 ოქტემბერი – 2.9163;
23 ოქტემბერი – 2.9137.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0047 ლარით და 24 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9090 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ძირითადად ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა გამოიკვეთა, მცირე რყევებით და ძირითადად გაუფასურებით. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 24 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უკვე უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4749 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.05222 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5739 (გამყარდა 0.0025 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5277 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1880 ლარი (გაუფასურდა 0.0143 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1557 ლარი (გამყარდა 0.0067 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8939 ლარი (გაუფასურდა 0.0018 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7354 ლარი (გამყარდა 0.0036 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.4114 ლარი (გამყარდა 0.0120 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6567 ლარი (გაუფასურდა 0.0018 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0142 ლარი (უცვლელი დარჩა).
ოქტომბრის დასაწყისში რუსულ რუბლთან მიმართებით ლარის ორდღიანი საგრძნობი გამყარების შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდა, თვის შუა რიცხვებში ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა და ისევ გააგრძელა გაუფასურება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
20 ოქტემბერი – 3.1404;
21 ოქტემბერი – 3.1403;
22 ოქტემბერი – 3.1581;
23 ოქტემბერი – 3.1869.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0365 ლარით და 24 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2237 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა