ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1 week ago 5

წაკითხვა: 17

ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრეს-სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო.

“მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.”- ნათქვამია “ქართული ოცნების” პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა