10 სექტემბერი 2024, 14:22

4

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში ზღვაში, მდინარეებსა და ტბებში 41 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნული მონაცემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად გაავრცელა. კითხვა წყალზე სიკვდილიანობის ბოლო 3 წლის სტატისტიკას ეხებოდა.

მონაცემების თანახმად, ბოლო 3 წელში წყალზე სიკვდილიანობის 173 ფაქტი დაფიქსირდა. დაღუპულთა შორის 25 არასრულწლოვანია.

2022 წელი – 58 შემთხვევა (8 არასრულწლოვანი)
2023 წელი – 74 შემთხვევა (13 არასრულწლოვანი)
2024 წლის 19 აგვისტომდე – 41 შემთხვევა (4 არასრულწლოვანი)