თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ხოლო დაშავებულია სულ მცირე 51 ადამიანი.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მემიშოღლუს განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 17-მა უკვე დატოვა საავადმყოფო.
საზარელი ტრაგედიის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
თურქული მედიის ცნობით, 2 ტურისტი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.