“ბოლშევიკებმა და ფაშისტებმა, თავისუფლების მცველებთან ერთად, ის ხალხიც კედელთან მიაყენეს, ვინც ჩუმად იყო და ეგუებოდა” – გია ჯაფარიძე

5 hours ago 4

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ჯაფარიძის პოზიცია-შეფასებები, კონკრეტულ მაგალითებზე მინიშნებებით:

საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. არცერთი ნორმატიული აქტი არ არის კონსტიტუციაზე მაღლა.

ხვალ შეიძლება თქვან, რომ აღარ შეიძლება 3 ადამიანის ერთად დგომა ქუჩაში, შეიძლება აკრძალონ სადარბაზოში დიდი ხნით გაჩერება, შეიძლება სადარბაზო გამოაცხადონ “სტრატეგიულ ადგილად”, მერე შეიძლება აკრძალონ აბაზანაში დიდი ხანი გაჩერება, მერე სუნთქვას აკრძალავენ.

ბოლშევიკებმა და ფაშისტებმა, თავისუფლების მცველებთან ერთად, ის ხალხიც კედელთან მიაყენეს, ვინც ჩუმად იყო და ეგუებოდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ჯაფარიძე.

სრულად წაკითხვა