“შიში, ძალმომრეობა, სისასტიკე ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირეები არიან” – ლევან სანიკიძე

10 hours ago 3

სამართალდამცავები რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი ლევან სანიკიძე:

რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი.

ბნელი ღამეც აღარ სჭირდებათ – დღისით ატარებენ სადამსჯელო ოპერაციას.
განსაკუთრებული შიში გამოიწვია პროტესტის ახალ ფორმების გამოყენების აქტუალიზაციამ. ამიტომ არის აუცილებელი ერთიანი ფრონტის უფრო სწრაფად ფორმირება, მათ შორის ორგანიზაციულად – მე ძალიან მაწუხებს მრავალფეროვნების სიკეთის ეგიდით გათითოკაცების პოლიტიკის შემოსაღება.

შიში, ძალმომრეობა, სისასტიკე ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირეები არიან.

თავისუფლებას არ აქვს ფასი, არ გვეშინია!✊🏻🇬🇪“, – წერს ლევან სანიკიძე ფეიაბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა