მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენისთვის შესანიშნავად მიმდინარეობს, რაც ნახევარფინალში კარგი გამოსვლითაც დადასტურდა.
1/2-ფინალში გუნდმა მადრიდის რეალი 4:0 გააცამტვერა, არადა ხალხი ელოდა, რომ დაძაბულ და თანაბარ ორთაბრძოლას იხილავდა.
როგორც გაირკვა, პარი სენ-ჟერმენმა ფინალამდე მისვლით 90 მილიონ ევროზე მეტი უკვე გამოიმუშავა და მისი მოგებით საერთოდაც 125 მილიონამდე ავა!