"ბორუსია დორტმუნდმა" მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა

23 hours ago 3

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის კონტრაქტი ოფიციალურად 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ერთად ბევრს მივაღწიეთ და ბორუსია სწორ გზაზე დავაბრუნეთ. როგორც სამწვრთნელო გუნდმა, დიდი ნდობა და იმის განცდა ვიგრძენით, რომ კლუბთან და გულშემატკივრებთან ერთად შეგვიძლია ცვლილებების მოტანა. ბოლო კვირების დისკუსიებმა კიდევ უფრო გაამყარა ჩემი რწმენა. პატიოსანი შრომით, მკაფიო გადაწყვეტილებებითა და ენთუზიაზმით, გვსურს კლუბს ძველი დიდების დაბრუნებაში დავეხმაროთ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი,“ — აღნიშნა კოვაჩმა ხელშეკრულების გაგრძელების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა სპეციალისტმა დორტმუნდის გუნდი მიმდინარე წლის ზამთარში ჩაიბარა, როცა კლუბი ბუნდესლიგის მე-11 პოზიციაზე იმყოფებოდა. კოვაჩის ხელმძღვანელობით „შავ-ყვითლებმა“ სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს.

სრულად წაკითხვა