ხანძარს ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში, ახალდაბასთან, ოთხი ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა: მეხანძრეები და რეინჯერები ებრძვიან.

ხანძარი მინიმუმ, ერთ ჰა ფართობზეა გავრცელებული, მდგომარეობას ართულებს ის, რომ კერის ადგილი მიუვალია.

მეხანძრე-მაშველებს გზა გაჰყავთ, რათა სპეცტექნიკამ კერამდე მიღწევა და ხანძრის ლოკალიზება შეძლოს. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზეა მოდებული, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, მეხის დაცემა იყოს.