"ბოტაფოგომ" კოპა ლიბერტადორესი მოიგო - საკლუბო ჩემპიონატის ბოლო წევრი ცნობილია

3 weeks ago 9

ბუენოს აირესში კოპა ლიბერტადორესის ფინალში, ბრაზილიურმა "ბოტაფოგომ" ასევე ბრაზილიური "ატლეტიკო მინეირო" 3:1 დაამარცხა.

"ბოტაფოგომ" თავის ისტორიაში პირველად მოიგო სამხრეთ ამერიკის რანგით პირველი საკლუბო ტურნირი და გახდა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.

სრული სია ასე გამოიყურება:

ევროპა: რეალ მადრიდი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, პსჟ, პორტო, ინტერი, ატლეტიკო მადრიდი, ზალცბურგი, ბაიერნი, ბენფიკა, დორტმუნდი, იუვენტუსი;

აზია: ალ ჰილალი, ალ აინი, უსლან ჰიუნდაი, ურავა რედ დაიმონდსი;

აფრიკა: ალ აჰლი, ესპერსანსი, ვიდადი, მამელოდი სუნდონსი;

ჩრდილოეთ ამერიკა: ინტერ მაიამი, სიეტლი, მონტერეი, პაჩუკა, ლეონი;

სამხრეთ ამერიკა: ბოტაფოგო, ფლამენგო, ფლუმინენსე, პალმეირასი, რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი.

ოკეანეთი: ოკლენდ სიტი;

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით 2025 წელს 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

სრულად წაკითხვა