ბრაზი არ დამალა - რა თქვა სანიოლმა გუნდზე ფარერებთან მოგების შემდეგ

13 hours ago 2

გუშინ საქართველომ ივნისის თვის პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ფარერებს 1:0 აჯობა.

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისგან მონდომების ნაკლებობა შეამჩნია:

მეორე ტაიმით უკმაყოფილო ვარ, ვინაიდან მონდომების ნაკლებობა შეინიშნებოდა. ფეხბურთელები ემოციებმა გადაძალა, ასეთ დროს ძალიან რთულია კარგად თამაში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემადგენლობით არასდროს გვითამაშია, თუმცა ამის მიუხედავად მეორე ტაიმში უკეთესი თამაში მართებდათ.

- თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ამხანაგურ შეხვედრას 8 ივნისს ჩავატარებთ, მეტოქე კი კაბო ვერდე იქნება.

სრულად წაკითხვა