სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო “საქართველოს რკინიგზის” ყოფილი დირექტორის, დავით ფერაძის და სხვა პირების მიმართ. ჯამში საუბარია 8 ადამიანზე, რომელთაგან 2-ს ეძებენ. უცნობია დაკავებულია თუ მიმალვაშია უშუალოდ ფერაძე.
“2019 წლის შემოდგომაზე, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” იმჟამინდელმა დირექტორმა, დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შეთანხმებულ გეგმის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი შავი ლითონის, შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა.
გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:
- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობა და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება;
- ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენება;
- ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება;
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

2 days ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·