WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

"მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ. მე არ ვარ იურისტი და და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი" - თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა სხდომაზე, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ.

თამაზ ელიზბარაშვილი დაკავების შემდეგ რამდენიმე დღე შიმშილობდა - 15 სექტემბერს მისმა ადვოკატმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ კომუნიკაცია [ სატელეფონო ზარები, მიმოწერა, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები] ჰქონდა აკრძალული.

„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს, ხმამაღალი საუბრო დამიწყეს რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ, 15 წუთის განმავლობაში "მაკაჩავეს", ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკავმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ",- განაცხადა ელისბარაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სანამ მას დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. მის საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავდა.