ბრიტანეთის სასამართლომ ყოფილ ჯარისკაცს, დენიელ ხალიფს 14 წლით და სამი თვით მიუსაჯა პატიმრობა, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის და ციხიდან გაქცევის ბრალდებებით.
ხალიფი, რომლიც ციხიდან გაქცევის ფაქტიც 2023 წელს საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, გასული წლის ნოემბერში ცნეს დამნაშავედ თეირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.
მოსამართლე პარმჯიტ კაურ ჩიმა-გრაბმა 3 თებერვალს, განაჩენის გამოტანისას ხალიფს უწოდა "სახიფათო სულელი", რომელსაც პირველ ეტაპზე ამოძრავებდა "თავის გამოჩენის ეგოისტური სურვილი" და არა ზიანის მიყენების მიზანი გაერთიანებული სამეფოს ინტერესებისთვის.
"თავად ის ფაქტი, რომ ამ სახიფათო და ფანტასტიკურ გეგმას შეუდექით, მოწმობს თქვენს უმწიფრობას და განსჯის ნაკლებობას" - თქვა მოსამართლემ.
23 წლის ხალიფი ლონდონში დაიბადა, ის ბრიტანეთის არმიას 2017 წელს შეუერთდა - და მალევე დაიწყო ინფორმაციის შეგროვება და ირანის აგენტებისთვის გაზიარება. მას თანხას ნაღდი ფულით უხდიდნენ, თავად ხალიდი აგენტებს არწმუნებდა, რომ არმიის რიგებში "ძალიან სწრაფად" დაწინაურდებოდა.
ხალიდი 2023 წლის სექტემბერში გაიქცა ლონდონის ციხიდან - მაშინ, როცა სასამართლო სხდომის მოლოდინში იყო. ის სამი დღის განმავლობაში იმალებოდა, პოლიციის მხრიდან მისი ძებნის მასშტაბური ოპერაციის ფონზე.