„ჩემი ინფორმაციით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი აბსანძე მოამბის წამყვანის შესახებ?

3 hours ago 1

ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი ინფორმაციით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18.00 საათიანი „მოამბიდან” ჩახსნილია და ხვალიდან მის ნაცვლად გამოშვებას შტრეიკბრეხერები წაიყვანენ.

გამიხარდება, თუ წყარო ცდება”, – წერს ირაკლი.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა და ის საკუთარ პოზიციას პირდაპირ ეთერშიც ხშირად გამოხატავს.

ივანოვ-ჩიქოვანი ვასილ მაღლაფერიძეს საზმაუს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენაში ადანაშაულებს.

წყარო: მთავარი არხი

სრულად წაკითხვა