22
ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს – ექს-პრემიერმა, რომელსაც ბრალის ოფიციალური დადგენილება რუსთავის ციხეში გააცნეს, ბრალის დადგენილების დოკუმენტს ხელიც კი არ მოაწერა.
ამის შესახებ რუსთავში ჟურნალისტებს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, რომელიც ბრალის დადგენილებას ესსწრებოდა.
დღეს წარედგინა ბრალი. ეს არის პოლიტიკკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი და ამავე დროს, მისი ცოლისდა ნათია თამაზაშვილი კი აცხადებს:
,,ამ ბრალს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. არარსებულ ბრალთან არის საუბარი”
საერთაშიროსო alia.ge