WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ორ სამოქალაქო სატვირთო გემზე. ერთი ჩაიძირა. ბოლო ერთ კვირაში ეს მეორე შემთხვევაა.

გემებზე მორიგი თავდასხმის შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა 13 ოქტომბერს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან სატელეფონო საუბარიც დაგეგმა.

რა მოხდა ბულგარეთის სანაპიროსთან?

პრემიერ-მინისტრ რადევის ინფორმაციით, შავ ზღვაში, ბულგარეთის ქალაქ ბიალას მახლობლად სამი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო გემზე CHELSEA 3.

ბულგარეთის სასაზღვრო სამსახურის მაშველების მიერ ევაკუირებულია ეკიპაჟის 15 წევრი, რომელთაგან 7 უკრაინის მოქალაქეა, ხოლო 8 აზერბაიჯანის. ისინი ვარნაში გადაიყვანეს. ეკიპაჟის ხუთ წევრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

  • მალტის დროშით მცურავი CHELSEA 3 უკრაინის საკუთრებაა. გემი ოდესაშია დარეგისტრირებული.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, შეტევა იყო კიდევ ერთ სატვირთო გემზე, რომელიც ქალაქ კრაპეცის მახლობლად ჩაიძირა. ვის ეკუთვნის გემი და რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, ჯერჯერობით უცნობია.

13 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მაშველებმა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს.

პრემიერ-მინისტრმა რადევმა გემებზე შეტევას აბსოლუტურად დაუშვებელი უწოდა. რადევის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია, შედეგი ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას, ამიტომ ინციდენტის გამო რუსეთის ელჩს იბარებს.

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სატვირთო გემზე შეტევა იყო 6 ოქტომბერსაც. ერთი, ტოგოს დროშით მცურავი გემი ჩაიძირა.