"ბურთი თავზე გადავუგდე, მან კი.." - მიქაუტაძე დონარუმასთან ჩხუბს იხსენებს

5 days ago 5

საფრანგეთის ჩემპიონატში კარგი ტური გამოუვიდა გიორგი მიქაუტაძეს, რომლის ლიონმაც პარი სენ-ჟერმენთან 3:1 კი წააგო, თუმცა ის ერთ გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა.

გატანიდან რამდენიმე წამში პარიზელთა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ გიორგის ხელი ჰკრა და დაბლა დააგდო, თანაც რაღაცა გაბრაზებულმა მიაძახა, რამაც ცოტა ხნით მოედანზე დაძაბულობა შექმნა.

ცხადია, ამის შესახებ მიქაუტაძეს მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს, რაზეც მას ასეთი კომენტარი ჰქონდა:

ბურთი თავზე რომ გადავუგდე, გავიცინე, მან კი ეს ჟესტი ცუდად მიიღო, ისეთი არაფერია. თამაშის დასრულების შემდეგ მივედი და ვუთხარი, რომ გოლის გატანამ გამაბედნიერა. სულ ეს იყო.

- თქვა მიქაუტაძემ.

სრულად წაკითხვა