“გადაგვარების ბოლო ეტაპია ალბათ – ტიპს ეუბნებიან, “მადლობა პრემიერო”-ო პუტინთან ერთად დგომისთვის🙁” – გია ჯაფარიძე

15 hours ago 2

ირაკლი კობახიძის მიერ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმში – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის, მხარდაჭერების მიერ ფაქტის განსაკუთრებით პოზიტიური მხრით განხილვას მწვავე შეფასებებით ეხმაურება ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:

გადაგვარების ბოლო ეტაპია ალბათ – ტიპს ეუბნებიან, “მადლობა პრემიერო”-ო პუტინთან ერთად დგომისთვის🙁

პუტინთან დგომისთვის მადლობაო.

ვიცი, რომ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, ვიცი, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო, ვიცი, რომ შეიძლება ისე მოხდეს, პუტინთან ერთ სივრცეში ყოფნა მოგიწიოს, ყველაფერი ვიცი, საგარეო პოლიტიკაში რეალისტი და პრაგმატისტი ვარ, მაგრამ ამის გამო “მადლობა პრემიერო” იძახო და “საქართველოს ბედი აშხაბადში შეხვედრაზე წყდებაო” თქვა, ეგ დასახო უპირობო პერსპექტივად, ესაა ზუსტად ქართველობის დაკარგვა. ამოშანთა მართლა რუსეთმა ქართველობაც, რწმენაც და ღირსებაც ბევრში“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა