ირაკლი კობახიძის მიერ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმში – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს 2 მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია:
“მადლობა პრემიერო!❤️🙏🏼
საქართველო არის სახელმწიფო!
საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო!
საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები!
საქართველოს აქვს გეოსტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური მიზნები!
ყოველი ნაბიჯი, სიტყვა, პოზიცია უნდა იყოს და არის კიდეც პრაგმატული, გონივრული, ქარათული!
ახლა კი, ყველა ცალ ფეხზე მდგომმა, შარვალჩახდილმა, გორში ასფალტზე ნაფორთხმა, ვითომ კონსერვატორმა, ვითომ ქართველმა და ვითომ პატრიოტმა – ხმა ჩაიგდეთ!
ეს დიდი პოლიტიკაა!
ეს საქართველოა!.. და…
გახსოვდეთ! არის რაღაც, რაც არ გეპატიებათ!!!👊👊👊
სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოთ!!!” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე და თურქმენეთში გამართულ ღონისძიებაზე გადაღებულ პროტოკოლით განსაზღვრულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინია გამოსახული.


1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·