გადადგა ლიეტუვის კოალიციური მთავრობა

2 days ago 13

ლიეტუვაში გადადგა კოალიციური მთავრობა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება 23 ივნისს გამოცხადდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

ლიეტუვის კოალიციური მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატით წარმოდგენილმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აღარ მოისურვა თანამშრომლობა კოალიციის წევრ პოპულისტურ პარტიასთან „ნემანის განთიანდი“. კოალიციაში იყვნენ „მწვანეები“, ფერმერთა პარტია და „ქრისტიან ოჯახთა კავშირი“.

სოციალ-დემოკრატები ამ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და „დემოკრატთა კავშირთან“ ერთად ჩამოაყალიბებენ ახალ კოალიციურ მთავრობას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მინდაუგას სინკიავიჩუსი. პარლამენტის მიერ მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას ხმათა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

მოსალოდნელია, რომ ლიეტუვის მთავრობის შეცვლა არ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე.

  • ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა დასჭირდა.
  • არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი გინტაუტას პალუცკასი, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გადადგა კორუფციული სკანდალის გამო. პალუცკასის გადადგომის შემდეგ მთავრობას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე.
სრულად წაკითხვა