განათლების სამინისტროსთან პროტესტია. ახლადდანიშნული მინისტრის სამსახურთან ახლა პროფესრო-მასწავლებლები საყვირებით დგანან. სკოლებსა და უნივერსიტეტებში დასაქმებული ადამიანები ქვეყნის გარუსების მცდელობას აპროტესტებენ და გმობენ რეპრესიებს ახალგაზრდების წინააღმდეგ. პროტესტის ავანგარში მოქცეულ თაობას პროფესორები და პედაგოგები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ალექსანდრე წულაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
დადექით ისტორიის სწორ მხარეს – ეუბნებიან აქციის მონაწილეები მინისტრს.
დასავლური, ევროპული პერსპექტივა არის უდიდესი საფრთხის წინაშე – ამბობე პროფესორ- მასწავლებლები.
სამინისტროს კარს სამართალდამცველები იცავენ და აქციის მონაწილეებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მინისტრი ხალხთან შესახვედრად და სასაუბროდ არ გამოდის.