გადაწყვეტილება ალონსოზეა - ლევერკუზენი ჩაბის ხელს არ შეუშლის

4 hours ago 3

როგორც იცით, კარლო ანჩელოტის რეალიდან წასვლის შემთხვევაში მისი ჩანაცვლების უმთავრესი კანდიდატი ჩაბი ალონსოა.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ბაიერ ლევერკუზენი ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და თუ ჩაბი წასვლას გადაწყვეტს, კლუბი მას ხელს არ შეუშლის.

რაც შეეხება თავად ანჩელოტის, მას რეალიდან წასვლა არ სურს. კარლოს თქმით, მას კიდევ დიდი ხნით სურს რეალის გაწვრთნა, თუმცა ყველაფერი ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

სრულად წაკითხვა