თორნიკე შენგელია ევრობასკეტის მომდევნო მატჩს არ გამოტოვებს, მას ფიბა-მ ფულადი ჯარიმა დააკისრა.
იტალიასთან მატჩის ბოლოს მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თორნიკემ მეორე ტექნიკური შენიშვნა მიიღო და მოედანი დატოვა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ერთი მთავარი შეკითხვა: ხომ არ ემუქრება მატჩის გამოტოვება საქართველოს ნაკრების კაპიტანს?
მოუთმენლად ველოდით ფიბა-ს გადაწყვეტილებას, რომელიც ახლა გაჟღერდა – თორნიკეს ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.
ითამაშებს თუ არა დღეს საბერძნეთთან, უკვე მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის გადასაწყვეტია.