გავი: "პედრი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს"

4 hours ago 1

პედრი გონსალესს ბარსელონაში შესანიშნავი სეზონი აქვს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ტრავმის გარეშე მიდის და ზუსტად იმას აჩვენებს, რასაც მისგან სულ თავიდანვე ელოდნენ.

თანაგუნდელის შესახებ დადებითად ისაუბრა პაბლო გავიმ, რომელსაც მიაჩნია, რომ პედრი სამომავლოდ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

პედრი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს. არ ვიცი თუ რამდენად შეძლებს ამის გაკეთებას, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ძალიან მალე იცვლება, თუმცა, რასაც პედრი გვაძლევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვა გავიმ.

პედრიმ ბარსელონასთან ერთად მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა