კატალონიის „ბარსელონას“ მოთამაშე გავის მარჯვენა მუხლის პრობლემა აწუხებს და მინიმუმ 6 კვირით ვერ დაეხმარება გუნდს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს 2023 წელსაც იგივე მუხლის ჯვარედინი იოგები აწუხებდა და დიდხანს მკურნალობდა. ახლა გავი ხელახალ მკურნალობას იწყებს, მომდევნო კვირაში კი კლუბის ხელმძღვანელობას გამოკვლევების შედეგები ეცოდინება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ - სჭირდება თუ არა ოპერაცია ახალგაზრდა მოთამაშეს.
შეგახსენებთ, რომ ამ ტრავმის გამო გავიმ ბოლო პერიოდში „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრა და სანაკრებო პაუზა გამოტოვა.