გაირკვა - რა მოთხოვნა წაუყენა როდრიგომ "არსენალს"

1 week ago 4

ლონდონის "არსენალმა" როდრიგოს ტრანსფერზე "რეალთან" მოლაპარაკებები განაახლა, თუმცა შეთანხმება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

ყველაზე დიდი დაბრკოლება ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელფასის მოთხოვნაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.

თავის მხრივ, ლონდონური კლუბი ამ რაოდენობის გადახდას არ აპირებს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია უჭირავს.

ირკვევა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა გარიგება ძალიან რთულად დასადები იქნება.

ცნობისთვის, როდრიგოს მადრიდელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა