გაიცანით ქუთაისელი გოგონა, რომელიც კინოხატად ქცეული „ჯულიეტას“ ორეულია (ვიდეო)

1 month ago 23
Video grab

„რუსთავი 2“-ის სატელევიზიო შოუში „გვაჩვენე შენი ხმა“ იდუმალი პერსონაჟები მოგონილ ან რეალურ პროფესიას ირგებენ. მონაწილე შეიძლება ვერ მღეროდეს, მაგრამ კარგი არტისტი უნდა იყოს და ყველას დააჯეროს, რომ სიმღერა შეუძლია.

სეზონის პირველ გადაცემაში სიმპათია და აღფრთოვანება ანი ნამგალაძემ გამოიწვია, რომელმაც ჟიური თავისი სილამაზითა და ნიჭიერებით მოხიბლა.

20 წლის ქუთაისელმა გოგონამ უკვდავი კინოგმირის, ჯულიეტას იმიჯი მოირგო. ანის „რომეო და ჯულიეტას“ ცნობილ ეკრანიზაციაში ჯულიეტას როლის შემსრულებლის ვიზუალიზაცია არ გასჭირვებია –  ის საოცრად ჰგავს მსახიობ ოლივია ჰასის, რომელსაც „ყველა დროის ყველაზე ლამაზ გოგონას“ უწოდებენ.

ანი ნამგალაძემ ფრანგი მომღერლის, ინდილას ჰიტის „უკანასკნელი ცეკვა“ (Indila – Dernière Danse) ცოცხალი შესრულებით ჟიური და მაყურებელი საბოლოოდ მოაჯადოვა.

სრულად წაკითხვა