გიორგი მიქაუტაძის გალათასარაიში ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა - თურქულ მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, გალათასარაის წარმომადგენლები დღეს საფრანგეთში ჩაფრინდებიან, რათა ლიონის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართონ.
იწერება ისიც, რომ სტამბოლელებმა ლიონთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ახლა მიქაუტაძის დათანხმებაღა დარჩა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ქართველ ფორვარდს საფრანგეთის დატოვება არ სურს.
ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ლიონი ფინანსურ კრიზისშია და სტაბილურობისთვის ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.