საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებზე დაეშვება დროშები, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.
ანა-მარია, ემილია, ნია, ელენე, სოფია ჭოლარიებს ხვალ, გალის რაიონის სოფელ საბერიოში დაკრძალავენ.
ნათესავები, საბავშვო ბაღის, სკოლის პედაგოგები, კლასელები და ნათესავები ენგურის ხიდთან დილის 9 საათისთვის შეიკრიბებიან და საბერიოში გადასასვლელად ჯერ შსს-ს, ხოლო შემდეგ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე შესაბამის შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც აფხაზური მხარე საბერიოში მათ ტრანსპორტირებას და უკან მოყვანას უზრუნველყოფს.