“გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადობრივ-პოლიტიკური ერთიანობა” – ენმ-ს განცხადება

2 weeks ago 4

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13 სექტემბერის, 27 სექტემბრის, 4 ოქტომბრის აქციებისთვის. ყველა საპროტესტო თარიღი არის ბრძოლის ხაზი, რომელზეც გადის საქართველოს გამარჯვება”, – ამ განცხადებას ავრცელებს პარტია, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს საპროტესტო აქტივობებში ჩართულლობაზე და კონკრეტულ პირობებს აყენებს ართანამშრომლობის მომხრე რვა პოლიტიკური პარტიის წინაშე:

ადგილობრივ არჩევნებად წოდებული 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის დელეგიტიმაცია მასში არ მონაწილეობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა იყო, რომელიც ართანამშრომლობის მომხრე რვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი პოზიციითა და მოქმედებებით მკაფიოდ გამოხატა. ჩვენი ეს საერთო მიზანი მიღწეულია და ამაში ლომის წილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიუძღვის.

რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მომხრე და გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს.

დღეს ქვეყნის ბედს, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციასთან ერთად, ქუჩის პროტესტი გადაწყვეტს. ამიტომ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13 სექტემბერის, 27 სექტემბრის, 4 ოქტომბრის აქციებისთვის. ყველა საპროტესტო თარიღი არის ბრძოლის ხაზი, რომელზეც გადის საქართველოს გამარჯვება.

გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადობრივ-პოლიტიკური ერთიანობა, საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად და ეს ერთიანი ძალისხმევა აუცილებლად საერთო ეროვნულ გამარჯვებას მოიტანს!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა