ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება 8 პოლიტიკური ლიდერისთვის სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით:
,,აბა ვის გეგონათ რომ როდესმე პოლიტიკოსებს გარეთ გამოუშვებდნენ.
გამოდით უნდა დაგთვალოთ.
მათ შორის ისინიც, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს. ყველას თანაბრად მოგხვდათ ქოცური მათრახი.
ოღონდ მიშა არა, ვინც გინდა ისო ხომ ამბობდით, ჰოდა მიირთვით 💘”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
ინფორმაციისთვის: “საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


23 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·