საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციონერ ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაიწყო, რის შემდეგაც პროკურორები ბრალის წარსადგენად მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” ეწვივნენ:
“ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ “ზვიგენის სელფის” საქმეზე ბრალის წარსადგენად.
მე ჩემის მხრივ ვაპროტესტებ, მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, რომ კიდევ მოვუწოდებ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ინფორმაციისთვის: “საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·